ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 26 ივნისს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.04.01.07.486) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე”.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთში, რეკვავას ქუჩა N9-ში, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 04.01.10.077) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე”.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩა N82-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.198) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.11.180) მდებარე მე-4 სართულზე არსებული 91.1 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის N26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გიორგი ხახუბიას ბიუროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ხარჩილავა