დღეს, 2023 წლის 28 ივნისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ჩვიდმეტი საკითხი.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა თერთმეტი განკარგულება და ხუთი დადგენილება.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
- საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2020 – 2021 წლებში დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის №5/22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის №5/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩა N82-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.198) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.11.180) მდებარე მე-4 სართულზე არსებული 91.1 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის N26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გიორგი ხახუბიას ბიუროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის N17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 04.01.07.486) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
- ქალაქ ფოთში, რეკვავას ქუჩა N9- ში, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 04.01.10.077) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
- ქალაქ ფოთში არსებული ფანტანების, მინი სპორტული მოედნების, ბავშვთა სათამაშო მოედნების და სკვერების მდგომარეობისა და მათი უსაფრთხოების დადგენასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2023 წლის 20 ივნისს წარდგენილი (განცხადების ნომერი: 19/43231714-43) საკრებულოს განკარგულების პროექტის „ქალაქ ფოთში არსებული ფანტანების, მინი სპორტული მოედნების, ბავშვთა სათამაშო მოედნების და სკვერების მდგომარეობისა და მათი უსაფრთხოების დადგენასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” მიღებაზე უარის თქმისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერზე დავალების გაცემის შესახებ