ფოთში, მიმდინარე წელს 6 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა.
4 საცხოვრებელ სახლში ძველი და ამორტიზებული ლიფტები - სრულიად ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, ხოლო 2 მისამართზე ლიფტებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. მათ ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და საჭიროებები მოისმინა.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.