ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია ,,მერკურთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი – „ადრეული ქორწინება -მიზეზები, შედეგები, პრევენციის გზები“ გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები საერთაშორისო და შიდასაკანონმდებლო სამართლებრივ აქტებში, ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანის უფლებები, ქორწინება ბავშვობის ასაკში – მიზეზები, შედეგები და სამართლებრივი რეგულაციის საკითხები. იმსჯელეს ქალთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით.
ტრენინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის “გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ” ფარგლებში, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება, რომელსაც ასოციაცია ,,მერკურის“ იურისტი რუსუდან პაჭკორია ორგანიზაციის ხელმძღვანელ – ნანა თოდუასთან ერთად უძღვებოდა.
პროექტი მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში და მხარდაჭერილია „ესტონეთის ცენტრის საერთაშორისო განვითარებისთვის“ მიერ.