დღეს, 2023 წლის 18 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეცხრე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი.
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი განკარგულება და ერთი დადგენილება.