ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალ “ნანა ალექსანდრიას თასი -2023” ის საზეიმო დახურვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბი ′′ნანა′′-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომლის საპრიზო ფონდმა 50 ათასი ლარი შეადგინა.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მოასპარეზე 10 ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე.
ტურნირები, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად შედგა, 12 ივლისს დაიწყო და 20 ივლისს საზეიმოდ დაიხურა.
გამარჯვებულთა შორის დაჯილდოვდნენ ფოთელი მოასპარეზეები: 8 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილი – ნინო შურღულაია, E ღია ტურნირში ქალთა შორის მეორე ადგილი – ლიზი სარიშვილი, D ღია ტურნირში ქალთა შორის მესამე ადგილი – ანა სანიკიძე.