ფოთში, XVI საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი -2023″ გაიმართა.
ფესტივალში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა. მისი საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.
ფესტვალის მთავარი – A ღია ტურნირის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა.
წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა: 8 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილი – ნინო შურღულაიამ, E ღია ტურნირში ქალთა შორის მეორე ადგილი – ლიზი სარიშვილმა, D ღია ტურნირში ქალთა შორის მესამე ადგილი – ანა სანიკიძემ დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს გამორჩეული მასწავლებელის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალის აქტიური მონაწილის ,, გიორგი გამზარდიას თასი”.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2023” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”იყო.
ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.