ფოთის საცურაო კომპლექსში 350 ბავშვი ცურვას სრულიად უფასოდ ეუფლება.
ცურვის შემსწავლელ ფესტივალზე ქალაქში მცხოვრები 5 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ. ფოთელი ბავშვებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წყალბურთის კლუბ ,,დინამო თბილისის” აკადემიის მწვრთნელები წარმართავენ ცურვის შემსწავლელ პროგრამას. ფესტივალის ფარგლებში, გადამზადდებიან ადგილობრივი მწვრთნელები, რომლებიც სავარჯიშო პროცესში ჩაერთვებიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
მოზარდებს ცურვის გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ უტარდებათ.
პროექტი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისის” და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ცურვის შემსწავლელი ფესტივალი 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.