ფოთში 26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ჭიდაობისა და კრივის დარბაზები მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით კაპიტალურად შეკეთდა.
აღნიშნულ დარბაზებში ყოველდღიურად სამასამდე ბავშვი ვარჯიშობს კრივში და ჭიდაობის ისეთ სახეობებში როგორიცაა: ძიუდო, სამბო, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი და ქართული.
პროექტის ფარგლებში სავარჯიშო სივრცეებთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო გასახდელი და საშხაპეები.
გარემონტებული დარბაზები დღეს, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ სანდრო ქუშაშვილმა და მოადგილემ ნიკოლოზ იზორიამ დაათვალიერეს.