2023 წლის 29 აგვისტოს 12:30 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში
(მის: აღმაშენებლის ქ. N12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია.
დღის წესრიგი №6
- განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის
არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. - დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტროკოდი 04.01.10.077)
განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.“ - დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.01.07.486 )განაშენიანების
დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.“
კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძე