ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით დამეგობრებული ქალაქიდან , კირიატ იამიდან ისრაელის დელეგაცია ეწვია .
შეხვედრას, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ კირიატ იამის მერთან დავიდ ევენ ცურისთან და მოწვეულ დელეგატებთან ერთად ესწრებოდნენ, რომლის მიზანი ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება გახლდათ.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ, რომელზეც განხილულ იქნა კულტურისა და განათლების სფეროში პარტნიორული პროგრამების დაგეგმვა. მოწვეული ებრაული დელეგაციის საინვესტიციო ინტერესისა და შესაძლებლობების გამოყენება , ფოთის საინვესტიციო პოტენციალის და ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა.
ებრაული კულტურის დღეებთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სენაკშიც გაიმართა.
კირიატ იამი და ფოთი 2015 წლიდან დამეგობრებული ქალაქებია.
Karabağlar Escort
Karaburun Escort
Karşıyaka Escort