2 ოქტომბრიდან ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება!
აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ ფოთში მცხოვრები განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები 6 წლიდან.
თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებელში.
განაცხადები მიიღება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
– ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბავშვის ფოტოსურათი (3×4);
– მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
– ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: samxatvrosaswavlebeli@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 593 35 50 86