ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 19 სექტემბერს გაიმართა იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა,
რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგის პროექტი:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ; - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ; - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი
რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ; - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ; - „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღების
მიზნით, სტაჟიორთა სავალდებულო კვოტის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N19/174 განკარგულების
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია