დღეს, 2023 წლის 20 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთერთმეტე სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი:
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ანგარიშის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ .
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორთა მიღების მიზნით, სტაჟიორთა სავალდებულო კვოტის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N19/174 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ხუთი განკარგულება და ხუთი დადგენილება.