ფოთში, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი წარმომადგენელი, იესპერ მოლერი.
ოფიციალური შეხვედრა შედგა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა კვლევის შედეგების პრეზენტაცია UNICEF-ის პროექტ „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში განხორციელებული თვისობრივი კვლევის შესახებ. მოწვეული სტუმრები და პროექტის სამუშაო ჯგუფი გაეცნენ კვლევის დოკუმენტს. განიხილეს კვლევის მიმდინარეობა და მიღებული შედეგები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებათა განხორციელების ანალიზი.
პროექტში “ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“, ფოთი, 2022 წლიდან ჩაერთო და პროცესი გულისხმობს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსის მიღებას 2024 წლისთვის.