ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს განახლდა.
დღეს სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: მაია დოლბაიამ, შალვა სარდალიშვილმა და სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ნანა ვეკუამ მიულოცეს.
წელს სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. გამოიცვალა შენობის სახურავი.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოიხატა სკოლის კედელი. ახალრეაბილიტირებულ სკოლაში 718 მოსწავლე სასწავლო პროცესს განახლებულ გარემოში დაიწყებს.
Escort