დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის 718 მოსწავლემ სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სკოლის შიდა ინტერიერი – დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო.
კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. განახლდა შენობის სახურავი.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოიხატა სკოლის კედელი.