ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ – ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში გამართულ რეგიონულ ურბანულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება. ასევე, არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის მიზნით, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა. შეხვედრაზე თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის, მართვისა და ფინნასების საკითხებზე იმსჯელეს, დაისახა ეკოლოგიურად მდგრადი და ძლიერი ქალაქების მშენებლობის სტრატეგიები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივი ხელისუფლების, ევროპული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.
ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან ამ ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით მართავს.