ქალაქ ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 4 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: არზიანის ქუჩა; ახალი რაიონი; კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა.
რეაბილიტაციის ფარგლებში – მოეწყო ხელოვნური მინდვრის საფარი, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.
შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 255,219 ლარი.
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ხახუბიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად – დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ასევე გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც გაეცნენ ადგილობრივების საჭიროებებს.
ამ ეტაპზე დამატებით, 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.