ქალაქ ფოთში ,,ეტალონის” გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა.
ინტელექტუალურ კონკურსში ფოთის საჯარო და კერძო სკოლის 130 მოსწავლე იყო ჩართული. თამაშში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
ღონისძიებას, ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მოადგილე ლექსო თოდუასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაია დოლბაიასთან და რესურსცენტრის დირექტორ გოჩა ქორქიასთან ერთად დაესწრო.
მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი კარგი საშუალებაა მოსწავლეებმა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, გაიღრმაონ ინტერესები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდასა და შემეცნებით აქტივობებით დაინტერესებას.