🔹 დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრებთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა. თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბატონ შალვას დამსახურებული ღვაწლისთვის და მას შემდგომი წარმატებები მოუსურვა.
🔹 შეხვედრაზე სტუმარმა მოკლედ მიმოიხილა ჰუმანური პედაგოგიკის არსი,სკოლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის განვითარების პროცესში. შეეხო პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევებს და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგებისა და მშობლების გადამზადებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის საინტერესო ფორმატით წარმოჩენასა და პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას. აკადემიკოსმა ასევე უპასუხა დამსწრეთა კითხვებს და სასარგებლო რეკომენდაციები გასცა.
🔹 შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები.
🔹ცნობილი ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი, პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, დღეს,19 ოქტომბერს,18:00 საათზე, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.
👉 მისამართი: გამსახურდიას ქუჩა N4 ; არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზი.
👉 დასწრება თავისუფალია.
Escort