ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 23 ოქტომბერს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 9 თვის შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში.
2. „ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში,გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/ კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესაზებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის N 4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N 14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ნანა ვეკუა
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/1-3-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/2-2-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/3-1-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/4-2-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/5-2-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/6-2-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/7-2-499x332.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/8-2-499x332.jpg)