ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა,
რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგის პროექტი:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ 2023 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმი N10 შესახებ.
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია