🔹 მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქალაქის 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
🔹 პედაგოგებს მიესალმა და მასწავლებლის დღე მიულოცა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
მუნიციპალიტეტის სიგელებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ პედაგოგები: ეკატერინე ზარანდია, შალვა სარდალიშვილი, ზაზა ჭანტურია, მარინა მიმინოშვილი,დარეჯან რუხაძე, ელენა ფარღალავა, იზოლდა ლოლუა, შორენა ხახუბია, ივეტა მარგალიტაძე, ნათელა ლაშხია.
🔹 წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილს. პედაგოგებს და ბატონ შალვას ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას.
🔹 ღონისძიება ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტით დასრულდა.
Escort