ქალაქ ფოთში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე, 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვნენდნენ. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ჯილდო, 10 საუკეთესო მასწავლებელს გადასცა.
წარმატებული საქმიანობისთვის, სპეციალური სიგელით და ფულადი პრემიით საჯარო სკოლის ცხრა მასწავლებელი და კოლეჯ “ფაზისის” ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა:
1. ეკატერინე ზარანდია – თეოფანე დავითაიას სახელობის ქ. ფოთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი;
2. შალვა სარდალიშვილი – ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელი;
3. ზაზა ჭანტურია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის N3 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი;
4. მარინა მიმინოშვილი – ქ. ფოთის N4 საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი;
5. დარეჯან რუხაძე – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ფოთის N5 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი;
6. ელენა ფარღალავა – ქ. ფოთის N6 საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებელი;
7. იზოლდა ლოლუა – ქ. ფოთის N12 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი;
8. შორენა ხახუბია – ქ. ფოთის N12 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
9. ივეტა მარგალიტაძე – ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
10. ნათელა ლაშხია – კოლეჯ “ფაზისის” მასწავლებელი, პროგრამა ,,ლაბორატორიული საქმე-მეთევზეობა“ ხელმძღვანელი.
დამსახურებულ პედაგოგებს, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით მიმართა: “მადლობას გიხდით ჩვენს საყვარელ პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის, არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვისა და შთაგონებისთვის. თითოეული თქვენგანი ყოველდღიურად აღვივებთ მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულს და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებთ. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში“.
სპეციალურად, მასწავლებლებისათვის მიძღვნილი საღამო ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტით დასრულდა.