დღეს, 2023 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთორმეტე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ბაქარ ერაგიას ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ, სალომე წულაიას არჩევის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.
3.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
5.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
7,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
8. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა შვიდი განკარგულება და ორი დადგენილება.