ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ასფალტო – ბეტონის, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელების, გამწვანების, გარე განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, განთავსდება საგზაო ნიშნები და სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ლიეპაიას ქუჩის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს შპს „გზა-მშენებელი-13“ და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 669 343 ლარს.
პარალელურად მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, კონსტიტუციის და ვატაევის ქუჩის გზის მოწყობის სამუშაოები.
ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.