ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც საბჭოს თავმჯდომარემ მაია დოლბაიამ აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიტაე-სიცოცხლისათვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა ონკოპაციენტმა ქეთი ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ქალაქ ფოთის “სამშობიარო სახლი ბომონდი-ს” მეან – გინეკოლოგ სოფიო თათარიშვილთან ერთად იმსჯელეს ადამიანის პაპილომავირუსი HPV ინფექციაზე, სიმპტომებსა და რისკ- ფაქტორებზე. ასევე HPV -ის გართულებებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
დღის წესრიგის თანახმად, მოისმინეს პრეზენტაცია ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა კიბერბულინგი: შანტაჟი და ჩაგვრა ციფრული ტექნოლოგიებით, რომელიც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა, ფილოსოფოსმა ბესიკ მაშავამ წარმოადგინა.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზეც იმსჯელეს და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
სხდომას, რომელიც საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში გაიმართა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
Escort