2023 წლის 24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 სხდომის
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ენერგეტიკული ქალაქების ევროპულ ასოციაციაში (Energy Cities) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გაწევრებასთან დაკავშირებით, თანხმობის მიცემის შესახებ.
4.,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
5. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7.„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 1461 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ “ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კონსტანტინე რეკვავას ქუჩა
№ 5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 04.01.10.760 ) განაშენიანების
დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.
9.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
10.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი,
დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.
დასწრება თავისუფალია.