ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 32 მილიონ 522 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 981.9 ათასი ლარით მეტია. ზრდა შეეხება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას. ბიუჯეტის პროექტი, საჯარო განხილვაზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა.
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით – 6 მილიონ 940 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 4 მილიონ 480 ათასი ლარია გამოყოფილი. განათლების მიმართულებით განსაზღვრულია – 3 მილიონი 800 ათასი ლარი, კულტურის სფეროს, რელიგიის, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია – 5 მილიონ 693 ათასი ლარი.
2024 წელს მუნიციპალიტეტი 7 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლემა მოქალაქეების წინადადებები მოისმინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი: https://tinyurl.com/3xf7nuwj