ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 22 ნოემბერს,12:00 საათზე გაიმართა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა , რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №8
1. განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“
2. დადგენილების პროექტი – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კითხვა: რამ გამოიწვია დადგენილებაში ცვლილება და რა ცვლილებაა?
პასუხი: დადგენილებაში ცვლილება გამოიწვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 25 ოქტომბრიდან, ცვლილება შედის მე-2 მუხლში, სადაც მანამდე სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიების გატარება ევალებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს, ამ ცვლილებით კი ევალება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციას“
3. დადგენილების პროექტი – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 1461 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159 და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კითხვა: რა ცვლილებებია დადგენილებაში
4. დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შესახებ“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
ბექა მორჩილაძე
Kemalpaşa Escort
Kınık Escort
Kiraz Escort