ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა გენდერული უთანასწორობის გამოვლინება და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა.
კამპანიის ფარგლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველ დეკემბერს გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ქალთა საბჭოს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრები.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ქალთა საბჭოს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრები, დარგის სპეციალისტები და კამპანიაში ჩართული პირები ესწრებოდნენ აღინიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველადი დახმარების ცენტრებში c ჰეპატიტთან ერთად, აივ/შიდსის ანალიზების გაკეთებაც არის შესაძლებელი.
მსოფლიო შიდსის დღე პირველად 1988 წლის 1 დეკემბერს აღინიშნა. იგი მიზნად ისახავდა აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებას, ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერასა და მის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას.
გენდერული თანასწორობის საბჭოზე ასევე მოისმინეს ქალაქ ფოთში ოჯახში ძალადობს კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ინფორმაცია.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა – მუნიციპალიტეტი აცნობიერებს საკუთარ როლს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი, მტრული გარემოსგან დაცლილი გარემოს შექმნაში. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბის და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაც-ნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია, და რომ თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
Escort