2023 წლის 18 დეკემბერს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-14 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-14 სხდომის
დღის წესრიგი:
- 2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას, ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ანა ჯოჯუას არჩევის შესახებ.
2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის პაატა ჩაგანავას, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ლაბარტყავას არჩევის შესახებ ცნობად მიღების
თაობაზე.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან 2024 წელს მისაღები
შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ
ინფორმაცია-დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული
კაპიტალური (საინვესტიციო) პროექტების შესახებ ინფორმაცია-დანართი.
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების
(ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებები) მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი
წყაროდან 2024 წელს მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის
ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
3. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 555.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.21.063) შპს „არაგვისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
5. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის შესახებ.
6. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების
განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების
თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა
და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის შესახებ.
8. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა
და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/42 დადგენილების
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
9. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის
ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის
კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
11. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის
გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28
დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების შესახებ.
12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე
ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების
დამტკიცების შესახებ.
13. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის
(2024 – 2027) დამტკიცების შესახებ.
14. მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ფოთის მუნიციპალური დოკუმენტის შესახებ.
15. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების
შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის
შესახებ.
16. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების
შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის
შესახებ.
17. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების
შესახებ.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.
დასწრება თავისუფალია.