დღეს, 2023 წლის 18 დეკემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთოთხმეტე სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ქვეყნისა
და ქალაქისათვის ისტორიული მოვლენა – ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის
ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საპორტო ქალაქებში
ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება
მიულოცა .
აღნიშნულთან დაკავშირებით თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ მინისტრს,
მთავრობას, პარლამენტის წევრებს, ფოთის,ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს
და ქალაქის მერს ქვეყნისა და ქალაქისათვის ისტორიული საპარლამენტო ინიციატივის
წარდგენისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მაქსიმალურად არის მორგებული
მოსახლეობის საჭიროებებზე და გასულ წელთან შედარებით 2 მილიონ 981, 9 ათასი
ლარით იზრდება და 32 მილიონ 5222, 2 ათას ლარს შეადგენს,რომელიც 2981,9 ათ. ლარით
აღემატება 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა
29 540,3 ათ. ლარს.
თავმჯდომარემ “ფოთის კოლხეთი”-ს ექვს წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში
დაბრუნება აღნიშნა და გუნდს სამომავლო წინსვლა და გამარჯვება უსურვა.
სხდომის დასასრულს თავმჯდომარემ ფოთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
და წარმატებები მოუსურვა თითოეულ ჩვენს თანაქალაქელს,ხოლო ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომუშავე ცამეტ თანამშრომელს ქალაქის
წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ხანგრძლივი საქმიანობისთვის
დამსახურების სიგელები გადასცა.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული თვრამეტი საკითხი:
1.საკითხის:
– 2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას, ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
– 2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ანა ჯოჯუას არჩევის შესახებ.
– 2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის პაატა ჩაგანავას, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
– 2023 წლის 29 ნოემბრიდან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ლაბარტყავას არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან 2024 წელს მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია-დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური (საინვესტიციო) პროექტების შესახებ ინფორმაცია-დანართი.
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები) მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან 2024 წელს მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
3. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 555.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.21.063) შპს „არაგვისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
5. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
8. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/42 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
9. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, მამუკა კაცაძის ქუჩა №39-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 04.01.13.306 ) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
11. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.
13. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024 – 2027) დამტკიცების შესახებ.
14. მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ფოთის მუნიციპალური დოკუმენტის შესახებ.
15. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
16. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
17.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ათი განკარგულება და შვიდი დადგენილება.
პერსონალური საკითხი მიღებულ იქნა ცნობად.