ფოთში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა აკაკი ბასარიას, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ მანჯავიძე დასახელდა. აკაკი ბასარიამ ერევანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობა კრივში ჭაბუკებს შორის დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ დისტანციაზე გახდა გია გაბედავა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი მიენიჭა ზურაბ მალანიას. ევროპის ჩემპიონატზე კანოე-სპრინტში არაოლიმპიურ 200 მეტრ დისტანციაზე გაცურვაში – ახალგაზრდებს შორის გია გაბედავამ დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი.
ნომინაციაში წლის საუკეთესო კლუბი დაჯილდოვდა
საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი 1913”.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:
ნომინაციაში საუკეთესო სამოყვარულო გუნდი – ფეხბურთის გუნდი „ჭაბონამა“;’ ნომინაციაში წლის საუკეთესო საჯარო სკოლა- ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა;
ნომინაციაში წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი- -ჭიდაობა-ძიუდოში მიღწეული წარმატებისთვის გივი ნადარეიშვილი და ლაშა მიქაბერიძე;
ნომინაციაში წარმატებული სპორტსმენები:
დიანა ლომაია-ქალაქ ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში დიანა ლომაიამ 18 წლამდე გოგონათა შორის დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი;
გივი კვინჩია-არაოლიმპიურ სახეობა ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის გივი კვინჩიამ 88 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი;
თემურ აბსარიძე და ლევან გორგოძე – ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სპორტში (WPA ვერსიით) თემურ აბსარიძემ 90 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში დაიკავა I ადგილი; ლევან გორგოძემ 125 კგ წონითი კატეგორიაში – ორჭიდის ჯამი 475 კგ I ადგილი, ხოლო წოლჭიმში 215 კგ – II ადგილი;
ლუკა მატკავა-ის გახლავთ ფრანჩიზა ,,შავი ლომისა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი 10 ნომერი. არის შავ ლომში რაგბის სუპერ თასის 3 გზის გამარჯვებული.
ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის მე-13 ჩემპიონატზე კარატე დო-ში I და II ადგილები დაიკავა ნინო ლიპარტიამ. ილია ტრაპაიძემ და ლაშა კუპრავამ – II საპრიზო ადგილები, ხოლო მიხეილ კუკავამ და ლიზი კუპრავამ – III საპრიზო ადგილები დაიკავეს.
მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე.
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გამართულ კუნგ-ფუს მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში სოფიკო აფხაზავამ მოიპოვა ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო; მარიამ არზიანმა – ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, ხოლო მაკა გაბესკირიამ დიდებში – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი.
მწვრთნელი – ვასილ დუნდუა, საბრძოლო ხელოვნებათა სასპორტო სკოლის მენეჯერი – ზაზა ქოიავა.
წლის საუკეთესო სასპორტო სკოლად დასახელდა “საბრძოლო ხელოვნებათა სასპორტო სკოლა”.
წლის პარაოლიმპიელი სპორტსმენი გახდა მაკა კვინჩია და პაატა თევზაძე.
ნომინაციაში მეცენატები დაჯილდოვდნენ – გიორგი ჭოჭუა, ვახტანგ გოგიშვილი, შორენა გრიგოლია, სოსო წულაია და ირაკლი ბაბილუა.
აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ფოთელ სპორტსმენთა მიღწევების წარმოჩენასა და ქალაქის საზოგადოებისთვის მათ წარდგენას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებს და მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადასცა.