25 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებსა და ფოთის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორია.
აღნიშნულ შეხვედრას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მაია დოლბაია და შალვა სარდალიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის avcılar otelleri თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოისმინეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები, ფოთის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები, აგრეთვე “თანა-შექმნის“ პრინციპით განისაზღვრა პრიორიტეტული სფეროები, რომელთა მხარდაჭერა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის საშუალებით არის შესაძლებელი.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა და პროგრამის საშუალებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს სულ მცირე 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
Escort