2024 წლის 29 იანვარს,12:30 საათზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
- დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის N14/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
- განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
- დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 12 თვის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გადახდებზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე
თემური დუნდუა
.
Escort