2024 წლის 12 თებერვალს ,11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგის პროექტი:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დარეჯან ცხვიტარიას, პაატა ჩაგანავას, მარიამ უჩანეიშვილის, ჟანა ჩაჩავას 2024 წლის 5 თებერვლიდან ფრაქციიდან გასვლის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ლაბარტყავას 2024 წლის 5 თებერვლიდან უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დარეჯან ცხვიტარიას, პაატა ჩაგანავას, მარიამ უჩანეიშვილის, ჟანა ჩაჩავას 2024 წლის 5 თებერვლიდან, ფრაქციიდან გასვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
ნიკა კორშია