ქალაქ ფოთის მერიაში „მზის ენერგია და მდგრადი ურბანული სივრცეები საქართველოს მერების შეთანხმების (CoM) მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამმუხტველი სადგურის მოწყობა, რომელიც უწყვეტი ელ. მომარაგებისა და ელექტრომობილის სუფთა ენერგიით დამუხტვის მიზნით მიერთებული იქნება როგორც ელექტრო გამანაწილებელ ქსელთან ასევე, მზის ფოტო-ელექტრო სადგურთან.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში მდგრადი ურბანული სივრცეების შექმნა, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დანერგვისა და ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით.
პირველი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერსა და ა(ა)იპ “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” წარმომადგენლებს შორის შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები.