ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სკოლის მსმენელებს შეხვდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ისაუბრა ქალაქის განვითარებაზე და გამოწვევებზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში წინა დღეს წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შესახებ, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სტუმრებს გააცნეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის ცხოვრების დონისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული გამოწვევის გადასაჭრელად.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა.