ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში, არზიანის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მერმა, შეხვედრაზე მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია – დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო მოთხოვნები.
ნაბადის უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
1. არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე ჩატარდა ასფალტირების მოწყობის სამუშაოები;
2. გადაიხურა მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე: ჯიქიას N 1, ჯიქიას N 5 , ჯიქიასN N 7, ჯიქიას 9, არზიანის N 11, ბარბაქაძის N 2, არზიანის N 8, სამეგრელოს N 16, სამეგრელოს N 30, ელადას N 21;
3. სევასტოპოლის N 2 კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები სარსანიას ქუჩაზე და N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა ეზოების კეთილმოწყობა.
ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. შესაბამისად მსგავსი სახის შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.