ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჰარირას” და საბავშვო თეატრალური სტუდია ,,არგოს” წევრებს შეხვდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჰარირა” საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა და მოიპოვა მთავარი პრიზი ,,გრან-პრი “საუკეთესო კოლექტივისათვის.
5-8 თებერვლის ჩათვლით, ,,საქართველოს ეროვნული ფილარმონიის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ორგანიზებით ქ.ბორჯომში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ჰარირა” რომელშიც მონაწილეობას იღებდა 22 მუნიციპალიტეტის 50-მდე კოლექტივი.
ასევე, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ჰარირა” მოიპოვა ფესტივალის საგზური აშშ-ში, რომელიც აგვისტოს თვეში გაიმართება.
1-4 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი ,,ფანტელი”, რომელშიც მონაწილეობდა ა(ა)იპ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრთან არსებული საბავშვო თეატრალური სტუდია ,,არგო” და მათ მიერ ნათამაშევი თითოეული როლი საუკეთესოდ გამოცხადდა ფესტივალის ყველა ნომინაციაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ამ დიდ წარმატებას ანსამბლის თითოეულ წევრს და მათ ხელმძღვანელებს.