ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტი საერთაშორისო კონსორციუმისაგან შემდგარი ჯგუფის წევრია, რომელმაც მიიღო დაფინანსება ნატოს ,,მეცნიერება მშვიდობისათვის” პროექტზე ,,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით” პროექტის მიზანია, პირველად საქართველოში, შავი ზღვის ობსერვატორიის დაფუძნება ნატოს სტანდარტების მიხედვით, ქალაქ ფოთში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტში.
ასევე აღინიშნა, რომ პარალელურად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევებისათვის გათვალისწინებულია ჰიდროდინამიკური მოდელების დამუშავება, დაბინძურების რისკებისა და კონტროლისათვის ციფრული ინოვაციური მოდელების გათვალისწინებით.