ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრამებისა და დაგეგმილ პროექტების შესახებ, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებმა გააჟღერეს ფოთში დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობისა და იქ მცხოვრები პირების წინაშე მდგარი გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია.
ფოთის მერიისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა და შესაბამისად აქტიურად გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯები მათი პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად.