2024 წლის 28 მარტს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა
დარბაზში გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-3 სხდომა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-3 სხდომის
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
2. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ მცირე გრანტების პროგრამის (SGP) ფარგლებში დაფინანსებული ,,მერების შეთანხმებას მუნიციპალიტეტებში მზის ენერგიით უზრუნველყოფილი მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურის მოწყობის“ პროექტის განხორციელების თაობაზე.
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2024 წლის 26 მარტის პეტიციის შესახებ.
მისამართი : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N12.
დასწრება თავისუფალია.