დღეს, 2024 წლის 28 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-3 სხდომა გაიმართა.
🇬🇪 სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას,საბერძნეთის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და პირველ რიგში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
🇬🇪 მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენზე არიან წარდგენილნი.
🇬🇪 საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა,ხოლო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება და შემდგომი გამარჯვებები უსურვა.
🇬🇪 ფოთელი მაყურებლებისთვის ღია ცის ქვეშ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად შეიკრიბა და გამარჯვება ერთად იზეიმეს, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს ჩართულობისთვის,ხოლო ერთგულ ფოთელ გულშემატკივარს მხურვალე ქომაგობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
🇬🇪 სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
2.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4.გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ მცირე გრანტების პროგრამის (SGP) ფარგლებში დაფინანსებული ,,მერების შეთანხმებას მუნიციპალიტეტებში მზის ენერგიით უზრუნველყოფილი მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურის მოწყობის“ პროექტის განხორციელების თაობაზე.
5.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2024 წლის 26 მარტის პეტიციის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი განკარგულება და ერთი დადგენილება.