ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ნაკრები ხელბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია.
ფინალური შეხვედრები, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ფოთის ხელბურთის სკოლის დარბაზში ჩატარდა.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გოგონათა შორის:
I ადგილი- ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა ( სპორტის მასწავლებლები თემურ ჭანტურია, ლაშა მელაძე, ლევან ტრაპაიძე);
II ადგილი – ზუგდიდის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის გუნდი ( სპორტის მასწავლებელი მამუკა დაგარგულია) ;
III ადგილი – მარტვილის რაიონის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა ( სპორტის მასწავლებელი სოსო ბეჭვაია);
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ვაჟთა შორის:
I ადგილი – ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდი ( სპორტის მასწავლებლები თემურ ჭანტურია, ლაშა მელაძე, ლევან ტრაპაიძე);
II ადგილი – სენაკის N7 საჯარო სკოლის გუნდი ( სპორტის მასწავლებელი აბესალომ იოსელიანი);
III ადგილი – მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდი ( სპორტის მასწავლებელი ირაკლი სამუშია).
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.