ნიკო ნიკოლაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების „იგის“ მიხედვით თეატრალური წარმოდგენა გამართეს, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილი საკრებულოს წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. სპექტაკლი სასწავლო საგნის – თეატრალური ხელოვნების პროგრამის ფარგლებში დაიდგა.
საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის კოლექტივს და მოსწავლეებს და წარმატება მოუსურვეს მათ, როგორც სასწავლო, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში.