ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ და ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ ლოკაციაზე N1 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომლის ავარიულობის დადგენის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დემონტაჟისა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 460 940 ლარს შეადგენს და მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
განახლებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი 125 აღსაზრდელზეა გათვლილი.