ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამარჯვებული 31 ახალგაზრდა გახდა.
2024 წელს პირველად, სტიპენდია გაიცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტისათვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია ხუთმა სტუდენტმა მოიპოვა.
მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე. პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
ვულოცავთ სტიპენდიატებს და ვუსურვებთ წარმატებებს!